среда, 4 ноября 2009 г.

თეატრი ზეიმია

პროექტის სახელი: თეატრი ზეიმია

პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის გაცნობა თეატრალური ხელოვნების საწყისებზე

პროექტის სრული აღწერა: გაკვეთილის დაწყებამდე დაფასთან გამოვფენთ თეატრთან დაკავშირებულ რამდენიმე თვალსაჩინო ნიმუშებს(მაგ: ნიღაბი, თოჯინები, ფარდის დეტალი, ფოტოები აფიშა) მოსწავლეები გაიხსენებენ რა იციან თეატრის შესახებ. გაუზიარებენ ერთმანეთს შტაბეჭდილებებს.მივაწვდი ინფორმაციას ძველი ბერძნული თეატრის, ასევე ბერიკაობის შესახებ. მოსწავლეები შეეცდებიან შეადარონ ერთმანეთს ძველი ბერძნული და თანამედროვე თეატრის ამსახველი ფოტოები. გამოთქვან აზრი.გაითამაშებენ მოკლე იმპროვიზირებულ სცენებს, გამოიყენებენ ნიღბებს, სათამაშოებს. ჯგუფები თვითონ ერთობლივად შეარჩევენ ნაცნობ ზღაპარს, შეეცდებიან გააფორმონ დახატონ, გააფორმებენ სცენას,ჯგუფები შექმნიან ნიღბებს, წარმოდგენისთვის საჭირო დეტალებს, დეკორაციებს. ასევე იმუშავებენ სცენის გაფორმებაზე და განლაგებაზე.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი

ვადები: 6-7 თვე

აქტივობები: ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, მსჯელობენ, ასრულებენ სახალისო დავალებებს, აკეთებენ ნიღბებს, თოჯინებს, ქმნიან დეკორაციას, თეატრალური სამოსის ესკიზებს. მონაწილეობს მოსწავლეთა ნამუშავრების განხილვის პროცესში.დგამენ წარმოდგენებს.

მოსალოდნელი შედეგები: აკეთებს ნიღბებს, თოჯინებს, ქმნის დეკორაციებს, თეატრალური სამოსის ესკიზებს.

სარგებელი სხვებისთვის: ცოდნის გაღრმავება თეატრალური ხელოვნების სპეციფიკასა და თეატრის მხატვრის საქმიანობასთან დაკავშირებით.კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტალური მსჯელობის,შემოქმედებითობის, პრაქტიკული უნარ ჩვევების განვითარება.

სამუშაო ენა: ქართული

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის ფასილიტატორი: ციცო ჩუხრუკიძე

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: cico.57@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: www.cicochuxrukidze.blogspot.com